9:04 PM “ბაიერნი” ალაბასა და კროოსს ახალ კონტრაქტებს უმზადებს | |
![]() მიუნხენელებს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბი მცველთან დავიდ ალაბასთან და ნახევარმცველთან ტონი კროოსთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს, რომელთა ამჟამინდელი ხელშეკრულება, 2015-წელს იწურება. "მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, მოლაპარაკებები არ გაიმართება. თუმცა, ამ ორი მოთამაშის მიმდინარე კონტრაქტი, 2015 წელს იწურება და ამიტომაც თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ადრეული საუბარი უნდა დავიწყოთ. მომდევნო სეზონში, ახალ ხელშეკრულებას ორივეს შევთავაზებთ. "ბაიერნი” ასეთ ფეხბურთელებზე უნდა იყოს დამოკიდებული. ტონი – მაგალითად, დიდებული მოთამაშეა და იგი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა”-განაცხადა ზამერმა. კროოსისა და ალაბას დახმარების წყალობით, მიუნხენელებმა გერმანიის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე რამოდენიმე ტურით ადრე გაინაღდეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ნახევარფინალში გაღწიეს, სადაც "ბარსელონას” დაუპირისპირდებიან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |