9:05 PM ბადშტუბერი: კიდევ ათი თვე ფეხბურთის გარეშე | |
მიუნხენის "ბაიერნის” მცველს, ტრავმის მოსარჩენად ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. შეგახსენებთ, ჰოლგერ ბადშტუბერმა გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში მუხლის უმძიმესი დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც იგი მოედანზე აღარ გამოსულა. აპირლის თვის ბოლოს, მოთამაშე ტრავმის მოშუშების ბოლო ეტაპზე იმყოფებოდა, მაგრამ იგი კიდევ ერთხელ დაშავდა. როგორც ბავარიული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ცენტრალურ მცველს მუხლის ოპერაცია ჩაუტარდება, რის გამოც ბადშტუბერი თავისი გუნდის დახმარებას, მომდევნო ათი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს. წყარო: FC Bayern Munich ![]() | |
|
სულ კომენტარები: 0 | |