12:05 PM
ბაჩანა არაბული: “ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ნახევარფინალში უნდა გავიდეთ”



19-წლამდელებმა ბელგიაში წარმატებით იასპარეზეს და 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე ისაპარეზებენ. ახალგაზრდა ფეხბურთელები თბილისში გუშინ დაბრუნდნენ. ელიტრაუნდში ასპარეზობის შესახებ Geosports.ge-სთან 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა ისაუბრა.

ბაჩანა არაბული: "ელიტრაუნდში ჩატარებული ყველა მატჩი რთული იყო, მაგრამ განსაკუთრებით შოტლანდიასთან გაგვიჭირდა, რადგან იმ თამაშში მსაჯებიც ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ. რაც შეეხება ჩემს გაძევებას, სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა და მოედნიდან არაფრის გამო გამაძევა. ეს უნებლიედ დაშვებული შეცდომა არ იყო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ არ უნდოდათ საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გასულიყო.

მსაჯების ამ დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა და ბელგიასთან მატჩის წინ ბიჭები უკვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით და ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდებოდით.

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი ვალი იყო, რომ ბელგიელები დაგვემარცხებინა და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ. გუნდში ისეთი განწყობაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ნახევარფინალში უნდა გავიდეთ”.

ოთარ მუმლაძე, Geosports.Ge

ნანახია: 280 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: