7:12 AM ავსტრიული შეკრების მესამე სპარინგ მეტოქე – კლუჟი | |
![]() ავსტრიული მოსამზადებელი ეტპის მორიგ, რიგით მესამე სპარინგს დინამოელები ხვალ, რუმინულ კლუჟთან გამართავენ. შეხვედრა კირხდორფის საფეხბურთო მოედანზე თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა დინამოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ. 1907 წელს დაარსებულმა კლუბმა სახელწოდება 13–ჯერ შეიცვალა. 2006 წლის შემდეგ გუნდს CFR Cluj ეწოდება. კლუჟი საშინაო შეხვედრებს 1973 წელს აგებულ სტადიონზე ატარებს, რომელიც რუმინელი ლეგენდარული მწვრთნელის კონსტანტინ რედელსკუს სახელობის არის და 23 500 მაყურებელს იტევს. 2013 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს მირჩა რედნიკი იკავებს, რომელიც თავის სამწვრთნელო კარიერაში ორ–ორჯერ მოიგო რუმინეთის ჩემპიონატი და თასი, 3–ჯერ კი ქვეყნის სუპერთასი. კლუჟი პირველი არადედაქალაქური გუნდი იყო, რომელმაც რუმინეთის ჩემპიონატის მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში მოახერხა.. დინამოს მომავალმა სპარინგ მეტოქემ რუმინეთის ჩემპიონატი 3–ჯერ (2007/208, 2009/2010, 2011/2012) მოიგო, ასევე 3–ჯერ (2007/2008, 2008/2009, 2009/2010) აქვს მოგებული რუმინეთის თასი, 2–ჯერ (2009 და 2010 წელს) მოიგო ქვეყნის სუპერთასი. წყარო: fcdinamo.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |