2:13 PM “ატლეტიკოს” მფლობელი: “რეალისგან” და “მონაკოსგან” ფალკაოს თაობაზე წინადადება არ მიგვიღია | |
![]() ჯერჯერობით კოლუმბიელი ფორვარდი "როხიბლანკოს” საკუთრებად რჩება. "ფალკაოს ტრანსფერთან დაკავშირებით "ატლეტიკოს” "რეალისგან” და "მონაკოსგან” ოფიციალური წინადადება არ მიუღია”, – განაცხადა მადრიდული კლუბის მფლობელმა ხილ მარინმა. "მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული. უფლებას ვაძლევთ, ნებისმიერ გუნდთან აწარმოოს მოლაპარაკებები- მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. მისი ვალია, ის კლუბი აირჩიოს, რომელიც სურს. ყველაფრის მიუხედავად, ამჟამად რადამელი 100 %-ით "ატლეტიკოს” მოთამაშეა”. შეგახსენებთ, რომ "მონაკოსა” და "რეალ მადრიდის” გარდა, ფალკაოს გადაბირება "ჩელსისა” და "მანჩესტერ სიტისაც” სურს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |