მადრიდელების პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ გავრცელებული ჭორები უარყო.
გუშინ ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ატლეტიკოს" 26-წლის კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ "რეალთან" პირადი კონტრაქტის პირობების გარკვეული დეტალები უკვე შეათანხმა, რაც "როხიბლანკოს" პრეზიდენტმაც დაადასტურა.
როგორც აღმოჩნდა, ეს ინფორმაცია ჭორი აღმოჩნდა, რადგან ენრიკე სერესომ "რეალთან" შეთანხმებაზე არაფერი არ იცის.
"პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ ფალკაოს არცერთ კლუბთან არ აქვს შეთანხმება. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მე რადამელის ტრანსფერთან დაკავშირებით არცერთ კლუბთან არ გამიმართავს მოლაპარაკებები. მესმის, რომ ეს ინფორმაცია ეგრედ წოდებულ "იუმორად" შეირაცხა, თუმცა არ მიყვარს, როდესაც პრესაში იმ სიტყვებს წერენ, რაც მე არ მითქვამს".
"ვფიქრობ, რომ ესპანეთში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც "ატლეტიკოში" სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს, ასევე კლუბსა და ფალკაოს შორის გზების გაყრა. რადამელი - ჩვენი ფეხბურთელია, და მიუხედავად იმისა, რომ მან მიიღო უფლება თავად გადაწყვიტოს სად გააგრძელოს კარიერა, ჯერჯერობით მის ტრანსფერზე საუბარი არ ღირს",-დაასრულა კლუბის პრეზიდენტმა.