2:50 PM
"ატლეტიკომ" ფალკაო შესაძლოა 60 მილიონად გაუშვას

მადრიდის "ატლეტიკოს" გენერალური დირექტორის, მიგელ ანხელ ხილის, განცხადება იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ ზაფხულში კოლუმბიელმა თავდამსხმელმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

ესპანურ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს, ფალკაოს გაყიდვა კი ამ პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარება "როხიბლანკოს".

"ფალკაოში გადახდილი 60 მილიონი ყველა პრობლემას გადაჭრიდა." - განაცხადა ხილ მარინმა COPE Radio-სთან ინტერვიუში. "დარწმუნებით გეტყვით, რომ ფეხბურთელი ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩება."

"ევროპაში 50-მდე გუნდს აქვს "ატლეტიკოზე" მეტი შემოსავალი. თუ ჩვენ გავყიდით რადამელს 60 მილიონად, მაშინ ყველა პრობლემა მოგვარდებოდა."

აქვე გეტყვით, რომ ესპანური პრესის მტკიცებით, 26 წლის თავდამსხმელის შეძენით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.
 

წყარო: FOOTBALL-ESPANA

ნანახია: 279 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ატლეტიკომ ფალკაო შესაძლოა 60 მილიონ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: