9:03 PM
“ატლეტიკომ” ესპანური ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავები შეინარჩუნა



სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "როხიბლანკომ” ნიჭიერ ფეხბურთელებთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმა.

მადრიდის "ატლეტიკომ” დაადასტურა, რომ კლუბთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმეს 21-წლის და 18-წლის ნახევარმცველებმა, კოკემ და ოლივერ ტორესმა, გარდა ამისა, მადრიდელებთან ხელშეკრულება 19-წლის მცველმა, ხავიერ მანკილიომაც.

ზემოთნახსენები ყველა ფეხბურთელი "როხიბლანკოს” აკადემიის აღზრდილად ითვლება, ახლა კი ისინი თავიანთ მშობლიურ კლუბში 2018-წლის ზაფხულამდე დარჩებიან.

ტორესი და მანკილიო "ატლეტიკოს” პირველ გუნდში ახალი ჩარიცხულები არიან, ხოლო, რაც შეეხება კოკეს, უკვე დიდი ხანია, რაც იგი გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრად ითვლება – ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ნახევარმცველმა მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და თავი გატანილი სამი გოლით გამოიჩინა.

წყარო: ClubAtleticodeMadrid.com

ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: