0:15 AM “ატლეტიკომ” არანსუბია გაიფორმა | |
![]() მადრიდული კლუბი გოლკიპერით გაძლიერდა. "როხიბლანკომ” ხელშეკრულება "დეპორტივოს” გამოცდილ გოლკიპერთან, დანი არანსუბიასთან გააფორმა. 33-წლის მეკარის მიერ "ატლეტიკოსთან” გაფორმებული კონტრაქტის დეტალები პრესისთვის ცნობილი არაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, არანსუბია ესპანური "დეპორტივოს” ღირსებას იცავდა. დანიმ სახელი "ატლეტიკის” შემადგენლობაში ასპარეზობით გაითქვა. არანსუბიას ესპანეთის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული ერთი მატჩი. 2004-წლის ევროპის ჩემპიონატზე ბასკი იკერ კასილიასის დუბლიორი იყო. წყარო: ClubAtleticodeMadrid.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |