10:55 AM
"ატლეტიკო" სიმეონესთან გახანგრძლივებას ჩქარობს




ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომ უახლოეს მომავალში მადრიდს დიეგო სიმეონეს და და ამავრდოულად მისი აგენტი, ნატალია ეწვევა. ვიზიტის მიზანი სპეციალისტსა და კლუბს შორის მომავალი თანამშრომლობის გადაწყვეტაა.

იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ, (სწორედ ეს იქნება ბოლო მატჩი "ატლეტიკოსთვის" ამ კალენდარულ წელში) დიეგო და ნატალია არგენტინაში მიემგზავრებიან შობის დღესასწაულის ოჯახთან ერთად შესახვედრად, მხარეებს მხოლოდ რამდენიმე დღე ექნებათ, რათა კონტრაქტის გახანგრძლივების პირობები შეათანხმონ. სავარაუდოდ, აღნიშნული დრო სრულიად საკმარისი იქნება შეთანხმების მისაღწევად.

ჯერ პრესაში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა ახალი პირობები იქნება შეტანილი ხელშეკრულებაში, მაგრამ სავარაუდოდ, კონტრაქტი 2013/14 წლების სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი. მიუხედავად ორი ტიტულის მოპოვებისა და მიმდინარე სეზონის წარმატებულად დაწყებისა, სიმეონესთვის მადრიდში უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ.
 
ნანახია: 269 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: