9:06 PM “ატლეტიკო” ოსვალდოს შეძენასთან ახლოსაა | |
![]() ფეხბურთელის აგენტმა თავისი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. პაბლო ოსვალდოს წარმომადგენელმა დიეგო ტავანომ დაადასტურა, რომ "რომა”, მისი კლიენტის ტრანსფერთან დაკავშირებით, "ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. "ჩემი კლიენტის სხვა კლუბში გადაბარგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ტრანსფერის ფასმა დაახლოებით 18 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს”. "პაბლოს ესპანეთში მოეწონება, იქ იგი სწორი ბალანსის მოძებნას შეძლებს”, – განაცხადა ოსვალდოს ინტერესების დამცველმა Radio Mana Mana Sport-თან ინტერვიუში. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |