გარკვეული ჭორები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ "ატლეტიკო მადრიდს" სურს გადაიბიროს "მერსესაიდული" კლუბის პირველი გოლკიპერი.
პეპე რეინა "ლივერპულში" მიმდინარე სეზონს არეულ-დარეულად ატარებს. ხშირი დაზიანებების გამო, მას წამდაუწუმ გუნდის მეორე მეკარე, ბრედ ჯონსი ცვლის ხოლმე.
ესპანელმა უკვე დაიბრუნა გუნდში საკუთარი ადგილი და გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლონდონის "არსენალს" 30 წლის კარის დარაჯის გაფორმება უნდა.
ამ ინფორმაციას, რეინათი "ატლეტიკოს" დაინტერესებაც დაემატა. ისინი მოთამაშის შეძენას სავარაუდოდ ზაფხულში შეეცდებიან. იტყობინება TalkSPORT.
ეს ფეხბურთელი, "პრემიერ ლიგის" ერთ-ერთ საუკეთესო "შემჩერებლადაა" მიჩნეული, მაგრამ არცერთ მოთამაშეს არ უწოდებია მისთვის ეს სტატუსი. ბრენდან როჯერსი ამჟამად ახალ ადამიანს ეძებს, რომელმაც შესაძლოა პირველნომრიანი მაისური მოირგოს. ამიტომაც როგორც ჩანს, რეინას წუთები "ენფილდ როუდზე" დათვლილია.