3:49 PM “ატლეტიკო” ბენტეკეს ეპატიჟება | |
![]() მადრიდელები გეგმავენ გუნდში "ასტოლ ვილას” ფეხბურთელის კრისტიან ბენტეკეს დამატებას. წელს კრისტიან ბეტეკე პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. იგი "ასტონ ვილაში” "გენკიდან” გადავიდა გასულ სეზონში და 34 მატჩში 19-ჯერ აიღო მეტოქის კარი. მისი ბრწყინვალე თამაშით ევროპული გრანდები – "არსენალი” "ბორუსია” და "იუვენტუსი” დაინტერესდნენ. ახლა კი გახდა ცნობილი, რომ მის გადაბირებას მადრიდის "ატლეტიკოც” ეცდება. მადრიდელები სავარაუდოდ ამ ზაფხულს კლუბის ლიდერს რადამელ ფალკაოს გამოემშვიდობებიან და ახლა ისინი კოლუმბიელის შემცვლელს ეძებენ. ცნობილი გამოცემა AS იტყობინება, რომ "ატლეტიკოს” ხელმძღვანელობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ბენტერეს აგენტთან ერის კისმეტომთან. თავიდან მადრიდული კლუბი შეეცდება გაარკვიოს თუ რას აპირებს ბენტერე – დატოვებს კლუბს თუ გაახარგრძლივებს კონტრაქტს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |