ბილბაოს "ატლეტიკის" პრეზიდენტმა, ჰუსუ ურუტიამ, ნათელი მოჰფინა გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, რომ კლუბი გუნდის ლიდერის, ფერნანდო ლორენტეს გაყიდვას აპირებს.
"მე წავიკითხე და მოვისმინე სხვადასხვა ვარიანტები ამ ჭორისა, მაგრამ მეორე მხრივ მე ვიტყოდი, რომ ამ ინფორმაციას, ლორენტეს მომავლის შესახებ არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან," - განაცხადა ურუტიამ, Calcio News-სთან ინტერვიუში.
"ჩვენი პოზიცია თავდამსხმელის მიმართ არ შეცვლილა. ჩვენ მის გაყიდვას არ ვაპირებთ. ლორენტეს გარეშე ჩვენი გუნდი სრულიად განსხვავებული იქნებოდა," - დაასრულა ბასკური კლუბის პრეზიდენტმა.