10:00 PM “ატალანტა”: ბონავენტურა 15 მილიონი ევრო ღირს | |
![]() "ატალანტას” ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერის გაშვებას, იაფად არ აპირებს. რამდენიმე ძირითადი იტალიური კლუბი, "ატალანტას” 23 წლის მარცხენა გარემარბის თამაშს აკვირდება. თუმცა, კლუბის პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ, სხვა კლუბის წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ ბონავენტურას შეძენის სურვილის შემთხვევაში, მას ადვილად ვერ გადაიბირებენ. "ჯაკომო ჩვენთან ძალიან განვითარდა. გვსურს, რომ მან ჩვენთან კიდევ ერთი სეზონი გაატაროს. ეს ასეც იქნება, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ, 15 მილიონ ევროზე ნაკლებს შემოგვთავაზებს,”-განაცხადა "ატალანტას” პრეზიდენტმა. წყარო: Football Italy | |
|
სულ კომენტარები: 0 | |