10:15 PM
ასუ-ეკოტომ "ჩელსის" მისდამი ინტერესი უარყო



"ტოტენჰემის" მცველმა მის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უარყო.

მოგეხსენებათ,რომ ძალიან მალე "ჩელსის" ეშლი კოული დატოვებს,ამიტომ "არისტოკრატები" მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის ძებნას უკვე შეუდგნენ.იტყობინებიან,რომ რაფაელ ბენიტესის გუნდში გადასვლის მთავარი პრეტენდენტი "ტოტენჰემის" მარცხენა მცველი ბენუა ასუ–ეკოტოა.

მიუხედავად ამისა,თავად კამერუნელმა ფეხბურთელმა მის ტრანსფერთან დაკავშირებული გავრცელებული ხმები უარყო:

"ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2015–წლამდე მაკავშირებს.არ ვიცი,კლუბი ჩემს ტრანსფერზე ფიქრობს თუ არა,მაგრამ "ჩელსის" ჩემდამი ინტერესი,ეს მხოლოდ გავრცელებული ხმებია და სიმართლეს არ შეესაბამება",-განაცხადა ასუ-ეკოტომ.

"დეზების" შემადგენლობაში 28-წლის ფეხბურთელი 2006-წლიდან გამოდის.ამ დროის განმავლობაში მან ლონდონელების მაისურით 186 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: