1:11 PM
"ასტონ ვილა" ლესკოტით შევსების წინააღმდეგი არაა



პირადად ბირმინგემელების მთავარი მწვრთნელი პოლ ლამბერტია დაინტერესებული "მანჩესტერ სიტის" ცენტრბეკის გადაბირებით.

"ჯოლეონი ყოველთვის იყო და იქნება ტოპ-ფეხბურთელი, თუმცა იგი ამჟამად "მანჩესტერ სიტის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ ითვლება",-განაცხადა "ასტონ ვილას" თავკაცმა პოლ ლამბერტმა.

"როგორც ცოტა ხნის წინ განვაცხადე, ძალიან მალე, კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები, რათა მისი ჩვენს კლუბში შესაძლო ტრანსფერი განვიხილოთ. არასოდეს არ უნდა გავუშვათ ხელიდან ტოპ-ფეხბურთელის გაფორმების შანსი",-დაასრულა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ლესკოტი მანჩესტერელების ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა და პრესა იტყობინება, რომ მან "ეტიჰად სტედიუმი" შესაძლოა ამ ზამთარში დატოვოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარდა "ასტონ ვილასა" ინგლისის 30-წლის ფეხბურთელის გადაბირებით "ევერტონიცაა" დაინტერესებული, საიდანაც მცველი "სიტიში" გადავიდა.
 
ნანახია: 276 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: