11:02 PM
AS: რონალდუს “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა



კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა მადრიდის "რეალი” 2015-წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია იმაში, რომ თავისი გუნდის მთავარ ვარსკვლავს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე დაითანხმებს, თავად რონალდუ ჯერჯერობით ამ საკითხზე სკეპტიკურადაა განწყობილი და მას შემდეგ, რაც თავის კონტრაქტს ბოლომდე ამოწურავს, "ბერნაბეუს” დატოვებას გეგმავს.

პერესმა, თავის მხრივ, პორტუგალიელის დარწმუნება ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების გზით სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ ჯერ კიდევ უკმაყოფილოა მის მიმართ კლუბის დამოკიდებულების გამო, გარდა ამისა, ძალიან გაკვირვებული და ცოტა იმედგაცრუებულიცაა, რომ პერესი მზად იყო ნეიმარის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაეხადა, რომლის შეძენაც "რეალს” დიდად არ ესაჭიროებოდა და საბოლოო ჯამში "ბარსელონაში” აღმოჩნდა.

წყარო: AS

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: