2:12 PM
AS: რონალდუმ "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა





პორტუგალიელი "ბლანკოსში" დარჩენას მიმდინარე ხელშეკრულების ბოლომდე ამოწურვას აპირებს,რომელიც მას ორი წლის შემდეგ უმთავრდება,შემდეგ კი მადრიდის დატოვებას თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს.

როგორც ესპანური გამოცემა იტყობინება,"რეალმა" კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტის 2018-წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა და ამ კონტრაქტში ჩადებული პირობის თანახმად მისი წლიური ხელფასი 15 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა,თუმცა პორტუგალიელმა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ,რომ პორტუგალიელმა დაიჩივლა - ესპანეთში თავს ძველებურად ვეღარ ვგრძნობო.იტყობინებიან,რომ ამის მიზეზი თანაგუნდელების მის მიმართ ცუდი ურთიერთობაა.

27-წლის თავდამსხმელის გადაბირების მთავარ პრეტენდენტებად "პსჟ"-სა და მის ყოფილ კლუბს - "მანჩესტერ იუნაიტედს" მოიაზრებენ.
 
ნანახია: 251 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: