9:13 AM
AS: “ფიორენტინა” ვილიასა და დოს სანტოსისთვის 13 მილიონს ამზადებს



ფლორენციულ კლუბს ამ ზაფხულს თავისი გუნდის რიგების შევსება ერთდროულად "ბარსელონას” ორი ფეხბურთელით სურს.

ამ ზაფხულს, დავიდ ვილიას, როგორც ჩანს, "კამპ ნოუს” დატოვება მოუწევს, თუმცა, ჯერაც გაურკვეველია, როგორი მიმართულებით გაგრძელდება ესპანეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის კარიერა.

ადრე 31-წლის ფორვარდს ინგლისში იწვევდნენ, ახლა კი დავიდს ჰორიზონტზე კიდევ ერთი საინტერესო წინადადება გამოუჩნდა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS იტყობინება, ვილიას შეძენით "ფიორენტინაა” დაინტერესებული, რომელიც იტალიის ჩემპიონატის სათავეში დაბრუნებას ცდილობს. გარდა ამისა, "იებს” დავიდის თანაგუნდელ ჯონათან დოს სანტოსის გადაბირებაც სურთ. "ბლაუგრანას” დუეტის სანაცვლოდ "სკუადრა ვიოლას” ბოსები მზად არიან 13 მილიონი ევრო გადაიხადონ.

"ფიორენტინას” მხრიდან თავისი კლიენტისადმი ინტერესს ადასტურებს ვილიას აგენტი ვიქტორ ონატეც.

"ჯერ კიდევ ადრეა "ფიორენტინას” ინტერესს ოფიციალური ვუწოდოთ, თუმცა ვიცით, თუ რა საინტერესო პროექტს ამზადებს ეს კლუბი. ახლა დავიდი მთლიანად კონფედერაციის თასზეა კონცენტრირებული. ისეთი კლუბის დატოვება, როგორიც "ბარსელონაა”, არც ისე ადვილია, და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ ვილია წასვლას გადაწყვეტს, მაშინ ჩვენ მხოლოდ სერიოზული პროექტის ვარიანტს განვიხილავთ, რომელიც მას მაღალ დონეზე თამაშში ხელს შეუწყობს”, – განაცხადა მან TuttoMercatoWeb-თან ინტერვიუში.

წყარო: AS

ნანახია: 294 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: