10:23 AM
AS: “მან სიტი” ნავასს შეუთანხმდა



ესპანური გამოცემა იუწყება, რომ "სევილიას” ვინგერმა ინგლისურ გრანდთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს დროში "მანჩესტერ სიტი” ხესუს ნავასს ოთხ-ხუთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. მანჩესტერელები ამ ტრანსფერის გაჩარხვას იმიტომ ჩქარობენ, რომ ფეხბურთელის შეძენა მათ გარდა "რეალსა” და "ლივერპულსაც” სურთ.

მიუხედავად ამისა, კლუბებს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ჯერ კიდევ არ შეუთანხმებიათ. ნავარაუდევია, რომ ანდალუსიელების პრეზიდენტი ხოსე მარია დელ ნიდო ნავასის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს მოითხოვს. ეს ხელს შეუწყობს კლუბს მნიშვნელოვნად შეამციროს საკუთარი ვალი, რომელიც ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ "ეტიჰად სტედიუმზე” ხესუსის ხილვა მანუელ პელეგრინის სურს, რომელიც უახლოეს დროში "მან სიტის” ჩაიბარებს.

წყარო: AS

ნანახია: 293 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: