7:17 PM
არტეტა: "მე ჩავისა და გვარდიოლას ჩრდილში ვიყავი"



ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელმა, მიკელ არტეტამ ისაუბრა ახალგაზრდობაში, "ბარსელონაში" გატარებულ წლებზე.

 

" მე ვთამაშობდი "ბარსელონაში" და ჩავისა და გვარდიოლას ჩრდილში ვიყავი. ეს ჩემთვის ძალიან რთული გამოწვევა იყო. 17 წლის წავედი "პსჟ"-ში იმ მიზეზით, რომ ჩემი კარიერისთვის მიმეხედა. პრემიერ ლიგა და ლა ლიგა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ორივეს აქვს კარგი და ცუდი მხარეები. პრემიერ ლიგაში შესანიშნავი ატმოსფეროა და ამას განხილვა არ სჭირდება. აქ ყოველი მატჩით ცხოვრობ. "

 

"აქ ძალიან ბევრი წარმატებული ესპანელი ფეხბურთელია, რომელთანაც ახლო კონტაქტი მაქვს. ლეო მესისთან ჩემი აზრით ყველაზე ახლოს ხუან მატა მიდის. ისინი თითქმის ერთნაირი სტილით თამაშობენ. ორივე ერთი აღნაგობის და დრიბლინგის პატრონია. ვფიქრობ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მესი გაიმარჯვებს, მას შემდეგ კარგი შანსი აქვთ კასილასს და ინიესტას, მინდა რომ ეს ტიტული ესპანელმა მოიგოს." - დაასრულა არტეტამ. 

ნანახია: 304 | დაამატა: RoM@N | ტეგები: არტეტა: მე ჩავისა და გვარდიოლას ჩრდ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: