2:05 PM
არშავინი მოლაპარაკებებს "ფულემთან" აწარმოებს



რუსმა ნახევარმცველმა "არსენალი" შესაძლოა სხვა ლონდონურ კლუბში გაცვალოს.

რუსული გაზეთის ინფორმაციით, 31-წლის შემტევი ნახევარმცველი მზადაა მარტინ იოლის გუნდში გადავიდეს, თუ კლუბი მისი პირადი კონტრაქტის პირობებს დააკმაყოფილებს და "მეთოფეებთან" მის სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევს. რაც შეეხება ანდრეის სატრანსფერო ფასს, "ფულემის" ხელმძღვანელობა მზადაა მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ფულემს" ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა არშავინის შეძენა, თუმცა მაშინ თავად ფეხბურთელმა არ ისურვა ამ კლუბში გადაბარგება, თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან შეცდა, რადგან "არსენალში" სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "მეთოფეების" მაისური სულ ათ მატჩში მოირგო და ერთი გოლის გატანა შეძლო.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არშავინი სხვა ინგლისურ კლუბში - "რედინგში" გადაბარგებასთან ახლოს იყო, სადაც მისის ყოფილი თანაგუნდელი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტში" პაველ პოგრებნიაკი თამაშობს. კლუბის მფლობელი რუსი ბიზნესმენი ანტონ ზინგარევიჩი მზად იყო რუსეთის ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი გადაებირებინა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა "რედინგში" გადაბარგება.
 
ნანახია: 247 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: