9:04 PM არშავინი კვლავ “ზენიტის” ფეხბურთელია | |
![]() სანქტ-პეტერბურგელებმა თავიანთი ყოფილი კაპიტანი გაიფორმეს. "ზენიტის” ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბმა თავის აღზრდილ და ყოფილ კაპიტან ანდრეი არშავინთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუნდს ნახევარმცველი პირველ ივლისს შეუერთდება, როდესაც მას "არსენალთან” ხელშეკრულება ამოეწურება. შეგახსენებთ, არშავინი "ზენიტის” აღზრდილია, "მეთოფეების” რიგებში კი 2009-წლიდან გამოდის, რომლის შემადგენლობაშიც 144 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და ინგლისის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო. წყარო: FC-Zenit.ru | |
|
სულ კომენტარები: 0 | |