12:34 PM
“არსენალს” ვილიასთვის ბრძოლაში კონკურენციას “ლივერპული” გაუწევს



"წითლები” "ბარსელონას” ფორვარდის გადაბირებით დაინტერესდნენ.

ვილია უკვე დიდი ხანია, რაც უკმაყოფილოა "ბარსელონაში” თავისი პოზიციით და დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს, მის ტრანსფერს ხელიც ისიც უწყობს, რომ ნეიმარი კატალონიურ გრანდთან ძალიან ახლოსაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვილიას შეძენით პირადად ბრენდან როჯერსია დაინტერესებული, რათა თავისი გუნდის შეტევის ხაზი უფრო მრავალფეროვანი გახადოს, ასევე განკარგულებაში ის ფორვარდი ჰყავდეს, რომელსაც გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

"ლივერპულისათვის” კარგი თავდამსხმელის გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლუის სუარესის ათმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამოც.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში "წითლებს” კონკურენციას "არსენალი” გაუწევს, რომელსაც ჯერ კიდევ ზამთარში სურდა "ბარსელონას” თავდამსხმელის შეძენა, თუმცა კატალონიელებმა იანვრის თვეში ვილიასთან განშორება არ ისურვეს.

ნანახია: 324 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: