9:55 PM
“არსენალს” მონტოია სჭირდება



ლონდონელებს გუნდის რიგების შევსება ესპანელი ფეხბურთელით სურთ.

ბრიტანული გამოცემა The Mirror იუწყება, რომ არსენ ვენგერი "ბარსელონას” მცველის, მარტინ მონტოიას ხელში ჩაგდებას იმედოვნებს. მიუხედავად ამისა, "მეთოფეები” ფეხბურთელის ყიდვას არ აპირებენ.

საქმე იმაშია, რომ მარტინს "ბლაუგრანასთან” მოქმედი კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება და მისი გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

"არსენალში” აცხადებენ, რომ, თუ მონტოია თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა, მაშინ კლუბი ფეხბურთელს უფასოდ გაიფორმებს.

შეგახსენებთ, მონტოიას "კამპ ნოუს” დატოვება უკვე ამ ზაფხულს სურდა, მაგრამ მილანის "ინტერში” მისი ტრანსფერი ჩაიშალა.

წყარო: Mirror



ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: