10:24 PM “არსენალს” იოვეტიჩის ხელში ჩაგდებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს | |
![]() "ფიორენტინას” ფორვარდმა უახლოეს დროში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს. იტალიაში იუწყებიან, რომ სტევან იოვეტიჩისთვის გადაბირებისთვის ბრძოლაში "არსენალისა” და "იუვენტუსის” შანსები გათანაბრდა. საქმე იმაშია, რომ "იუვენტუსი” არ აპირებს ფორვარდის სანაცვლოდ "იების” მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. ტურინელები ამ თანხის ნაწილის დაფარვას ლუკა მარონესა და ფაბიო კვალიარელას საშუალებით გეგმავენ, რაც "ფიორენტინას” არ აკმაყოფილებს. ამავდროულად, "არსენალი” მზადაა 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასეთმა წინადადებამ "ფიორენტინას” ბოსები დააინტერესა, თუმცა ისინი მაინც ეცდებიან, რომ "მეთოფეები” 30 მილიონის გადახდაზე დაიყოლიონ. თუ "მეთოფეები” კიდევ ხუთი მილიონის დამატებას დათანხმდებიან, მაშინ ტრანსფერი შესაძლოა შედგეს. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |