6:44 PM
“არსენალს” დრაქსლერი და კაკა სჭირდება



ლონდონურ კლუბი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გააქტიურდა და ახალი ფეხბურთელების დამატებას ეცდება.

ინგლისური პრესის ცნობით, "არსენალის” მთავარი მიზანი გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და გელზერკირხენის "შალკეს” 19-წლის ნახევარმცველის, იულიან დრაქსლერის ხელში ჩაგდებაა. თუმცა ფეხბურთელის "ნისლიან ალბიონზე” გადაბარგებას ხელს მაღალი ფასი უშლის – "შალკე” დრაქსლერის გაყიდვას 40 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად არ აპირებს.

გარდა ამისა, "მეთოფეები” 2007-წლის "ოქროს ბურთის” მფლობელის, ბრაზილიელი კაკას შეძენასაც გეგმავენ. არაა გასაკვირი, რომ გარეტ ბეილის შეძენის შემდეგ, "რეალის” სამწვრთნელო შტაბს ასაკობრივი შეზღუდვის შეწყვეტის იმედი აქვს. სწორედ ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებს "არსენალი”.

შეგახსენებთ, "არსენალი” იმავე მადრიდის "რეალიდან” არგენტინელი ანხელ დი მარიასა და გერმანელი მესუთ იოზილის შეძენითაცაა დაინტერესებული.

წყარო: The Telegraph

ნანახია: 291 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: