9:29 PM “არსენალმა” “ნიუკასლს” კაბაიეს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა | |
![]() ლონდონის "არსენალი” "ნიუკასლის” ნახევარმცველის, იოან კაბაიეს ხელში ჩაგდებას გეგმავს. "მეთოფეები” გუნდის გაძლიერებისათვის სერიოზული შემსრულებლის დამატებას უშედეგოდ ცდილობენ, ახლა კი ამ როლის დაკავების კიდევ ერთი კანდიდატი გამოჩნდა, ფრანგის სახით. 27-წლის იოანის სახელს მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ – მათ შორის "მონაკოს”, "პსჟ”-სა და "ემიუს” – მაგრამ, სპეციფიკამდე საქმე არ მისულა. გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალმა” "ნიუკასლს”, კაბაიეს ტრანსფერთან დაკავშირებით, შეთავაზება გაუკეთა, თუმცა, ჯერჯერობით, ამ შესაძლო გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |