9:41 PM “არსენალმა” და “ბორუსიამ” სიგტორსონს დაუმიზნეს | |
![]() "აიაქსის” ფორვარდმა კოლბეინ სიგტორსონმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს. ისლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლონდონის "არსენალისა” და დორტმუნდის "ბორუსიას” წარმომადგენელთა ყურადღების ქვეშაა მოქცეული, იუწყება Corriere dello Sport. 23-წლის ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 5,5 მილიონ ევრომდე აღწევს. ცნობისთვის, "ალკმარიის” ექს-ფეხბურთელი "აიაქსში” 2011-წლიდან თამაშობს, ამ დროის განმავლობაში მან ამსტერდამელების მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. წყარო: Transfer Market Web | |
|
სულ კომენტარები: 0 | |