4:22 PM
“არსენალმა” 150 მილიონ ფუნტიანი სპონსორული კონტრაქტი გააფორმა



"მეთოფეებმა” კიდევ ერთი კარგი ფინანსური გარიგება შეათანხმეს.

მომდევნო სეზონიდან ჩრდილოეთ ლონდონური კლუბი ფორმის მწარმოებელს შეიცვლის. ახლა "მეთოფეებს” Nike-თან აქვთ კონტრაქტი გაფორმებული, რომლისგანაც მათ გასული შვიდი წლის განმავლობაში სულ 55 მილიონი ფუნტი მიიღეს.

2013/14 წლების სეზონიდან "არსენალს” Puma "ჩააცმევს”, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულ სპორტულ მწარმოებლად ითვლება. ამისათვის გერმანული ბრენდი არსენ ვენგერის გუნდს წელიწადში დაახლოებით 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის.

სავარაუდოდ, უახლოეს დროში ხელშეკრულების გაფორმება ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით პრემიერ ლიგაში ყველაზე სარფიან სპონსორულ კონტრაქტს "ლივერპული” ფლობს. "წითლები” სეზონში Warrior-ისგან 25 მილიონ ფუნტს იღებენ. Nike-ს კი "ემიუსთან” გაფორმებული 15-წლიანი ხელშეკრულება 187 მილიონი დაუჯდა.

ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: