9:32 PM
"არსენალი" ზაას გადაბირებისთვის ბრძოლაში ჩაერთო



"არსენალმა" "კრისტალ პალასთან" ფორვარდის უილფრედ ზაას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყო, იტყობინება Goal.com.

20-წლის ფეხბურთელმა უკვე პრაქტიკულად ყველა დეტალი შეათანხმა "მანჩესტერ იუნაიტედთან", თუმცა ლონდონელები ამ ტრანსფერის ჩაშლას გეგმავენ. გამოცემის წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამჟამად ორივე კლუბს ფეხბურთელის გადაბირებით ერთნაირი შანსი აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება კი ზაამ უნდა მიიღოს. "მანჩესტერი" და "არსენალი" ფორვარდის სანაცვლოდ 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიან.

მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა ნიჭიერმა ფორვარდმა "კრისტალ პალასის" მაისური ჩემპიონშიპის 26 მატჩში მოირგო 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
 


ნანახია: 256 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: