6:00 PM
"არსენალი" უილშირსა და კოშელნის კარგავს



"შავ კატებთან" გამარჯვება "მეთოფეებს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ჯანმრთელობის ფასად დაუჯდათ.

"კოშელნიმ ფეხის კუნთქვეშა მყესი დაიზიანა. ძალიან მალე გავიგებთ, რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა",-აცხადებს არსენ ვენგერი. - მან ეს დაზიანება ჯერ კიდევ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშისას მიიღო. ჩვენ მატჩის წინ გადავწყვიტეთ, რომ მას შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო, თუმცა, როგორც ხედავთ, ეს საუკეთესო იდეა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში არ იუქმებს".

"ჯეკ უილშირმაც კუნთი დაიზიანა. მას სიარულიც უჭირს. ვფიქრობ, იგი 4-5 დღეს გამოტოვებს",-დაასრულა ფრანგმა სპეციალისტმა.
 
ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: