0:25 AM “არსენალი” სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებულ ბოლო შეთავაზებას ამზადებს | |
![]() "მეთოფეები” "ლივერპულს”, ურუგვაელი ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებით, მესამე ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. მაშინვე, როდესაც ლუის სუარესმა საზოგადოებას აუხსნა, რომ მას არ უთქვია, ვითომდა "ლივერპულში” რჩება, "არსენალის” ხელმძღვანელობამ ურუგვაელის ლონდონში გადაბირების ვარიანტების განხილვა კვლავ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, რამოდენიმე დღის წინ, "მეთოფეების” შტაბ-ბინაში შეხვედრა შედგა, სადაც გუნდის ალტერნატიული სატრანსფერო მიზნები იქნა განხილული იმ შემთხვევისათვის, თუ ლონდონელები სუარესის ხელში ჩაგდებას ვერ მოახერხებენ. მიუხედავად ამისა, დედაქალაქელები "წითლების” ფორვარდის ყიდვას მაინც ეცდებიან, მერსისაიდელებს სამხრეთამერიკელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 49 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებენ. შეგახსენებთ, "ლივერპულმა” "არსენალის” ორი შეთავაზება უარყო, ჯერ 35 მილიონ ფუნტიანი, შემდგომ კი 40 მილიონ და ერთ ფუნტიანი. საინტერესოა, რომ "არსენალის” სატრანსფერო ბიუჯეტი კვლავ 70 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რადგან კლუბმა ვერც გონსალო იგუაინის და ვერც ლუის გუსტავოს შეძენა ვერ მოახერხა. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |