9:00 PM
"არსენალი", "შალკე" და "იუვენტუსი" გრანდიოზულ საქმეს ამზადებენ




ალესანდრო მატრიმ, ნიკოლას ბენდტნერმა და კლაას-იან ჰუნტელაარმა შეიძლება უახლოეს მომავალში შეცვალონ თავიანთი კლუბები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი ბომბარდირი მზადაა, ზამთარშივე დატოვოს "შალკე" ლონდონირ "არსენალში" გადასასვლელად. ინგლისური პრესა უკვე თანხაზეც საუბრობს, რომელიც 6 მილიონ ფუნტს შეადგენს. სწორედ ამდენის გადახდას აპირებენ "მეთოფეები" "შალკესთვის".

ასეთ შემთხვევაში, გელზენკირხენელები ნიკოლას ბენდტნერის გადმობირებას შეეცდებიან. მოგეხსენებათ, ბენდტნერი "არსენალის" საკუთრებაა, თუმცა ტურინის "იუვენტუსის" სათადარიგოთა სკამს "ხეხავს". თავის მხრივ, "ზებრებიც" არ არიან წინააღმდეგნი, ვადაზე ადრე გაუშვან დანიელი ფეხბურთელი.

გარდა ამისა, "მეთოფეებს" 7 მილიონი ფუნტი აქვთ გამზადებული "ბებერი სინიორას" სხვა თავდამსხმელის, ალესანდრო მატრის სანაცვლოდ.
 
ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: