11:18 PM
“არსენალი” ფელაინის კვლავ შესთავაზებს



როგორც ცნობილია, "მეთოფეები” ბელგიელი ნახევარმცველის შეძენასთან ახლოს არიან.

მოგეხსენებათ, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, არსენ ვენგერი გუნდის შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს. იგი ამჟამად მადრიდის "რეალის” არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის გადაბირებას ცდილობს. პარალელურად, ფრანგი სპეციალისტი "ევერტონის” გარემარბის ტრანსფერზეც მუშაობს, რომლის თამაშითაც ასევე "მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის "ჩელსის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულნი.

Goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არსენალი” მზადაა, მარუან ფელაინი სრულად გამოისყიდოს და მერსესაიდელებს მის სანაცვლოდ, 25.5 მილიონი ევრო შესთავაზოს.

მოსალოდნელია, რომ ბელგიელის კონტრაქტი "ემირეით სთედიუმზე” თამაშის დროს, შემდეგნაირი იქნება: მისი ყოველკვირეული ანაზღაურება, 82.000 ევრო იქნება, რაც ექვსი ათასით ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც ახლა იგი "ევერტონში” იღებს. თუმცა, თუ ტრანსფერი განხორციელდება, "მეთოფეები” ყველაფერს ეცდებიან, რათა ეს თანხა გაზარდონ.

წყარო: Goal.com

ნანახია: 317 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: