2:49 PM “არსენალი” მზადაა კასილიასში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს | |
![]() არაა გამორიცხული, რომ "რეალის” გოლკიპერი ლონდონში გადაბარგდეს. როგორც Sunday People იტყობინება, "რეალის” გოლკიპერი იკერ კასილიასი "არსენალის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი მიზანია. რომლის სანაცვლოდაც ისინი მზად არიან 35 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, არ არის გამორიცხული ისიც, რომ ამ ტრანსფერის ნაწილი "მეთოფეების” მარჯვენა მცველი ბაკარი სანია გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იკერ კასილიასს მოურინიოსთან მის ურთიერთობაზე უკვე ესაუბრა და მეკარემ ფრანგ სპეციალისტს უთხრა, რომ ისინი ერთმანეთს არც კი ესაუბრებიან. თუმცა, თუ ჟოზე მოურინიო "რეალიდან” წავა, მაშინ ვენგერს კასილიასის დარწმუნება, მადრიდის დატოვებასთან დაკავშირებით, ძალიან გაუჭირდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |