8:54 PM
“არსენალი”: იოზილს მეწყვილედ სუარესი სჭირდება



"მეთოფეები” ურუგვაელი თავდამსხმელის ზამთარში ყიდვაზე დაფიქრდნენ.

ამ ზაფხულს, არსენ ვენგერს ლუის სუარესის ხელში ჩაგდება ძალიან უნდოდა, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და თავდამსხმელი "ლივერპულში” დარჩა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ვამპირული” საგა დასასრულს მიუახლოვდა.

"არსენალს” მაღალი დონის თავდამსხმელი ჯერ კიდევ სჭირდება, ასეთი კი სწორედ ლუისია. სწორედ მის შეძენაზე ფიქრობს არსენ ვენგერი, იოზილის ტრანსფერი კი ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ უბრალოდ აიძულებს მას.

გერმანელის შეძენამდე, "არსენალში” ოთხეულში მოხვედრაზე მეტს ვერავინ ვერ იოცნებებდა, ფაქტობრივად, "მეთოფეთა” უმთავრეს კონკურენტად "ლივერპულს” მიიჩნევდნენ, მაგრამ, ახლა სიტუაცია შეიცვალა, ლონდონელებმა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო პლეიმეიკერი შეიძინეს. გარდა ამისა, არსენ ვენგერმა დაამტკიცა, რომ ტრანსფერებში უზარმაზარი თანხის გადახდა შეუძლია. ახლა კი, იოზილს მეწყვილე სჭირდება, რომელსაც სწორედ იგი მოამარაგებს გადაცემებით.

ასე რომ, ლუის სუარესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

წყარო: Mirror



ნანახია: 304 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: