10:16 AM
“არსენალი” იოვეტიჩის თაობაზე “ფიორენტინასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს




როგორც ჩანს, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იოვეტიჩი "ემირეითს სთედიუმს” შეუერთდება.

ბრიტანული მედიის მიხედვით, "არსენალისა” და "ფიორენტინას” ხელმძღვანელები, მოთამაშის ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე იმყოფებიან.

"მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს, ამ ზაფხულს გუნდის გაძლიერება სურს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იოვეტიჩის გარდა, შეძენის კანდიდატები დავიდ ვილია ("ბარსელონა”), რობერტ ლევანდოვსკი ("ბორუსია”) და ედინ ჯეკო ("მანჩესტერ სიტი”) არიან. თუმცა, ახლა ამ ჩამონათვალთა სიას, მონტენეგროს ეროვნული ნაკრების მოთამაშეც შეუერთდა.

"იები” მზად არიან სტევანის გასაყიდად, რაც მნიშვნელოვანად ამარტივებს მისი "არსენალში” გადასვლის შანსებს.

არსებობს ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ იოვეტიჩის სანაცვლოდ "ფიორენტინა” 30-35 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ლონდონელები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 23 მილიონი იქნება.

ნანახია: 307 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: