1:01 PM “არსენალი” იგუაინით დაინტერესდა | |
![]() ლონდონური კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს. არსებული ინფორმაციით, "არსენალი” მადრიდის "რეალის” არგენტინელი თავდამსხმელის გონსალო იგუაინისთვის ბრძოლაში ჩაერთო. "ბლანკოსის” ბომბარდირის ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლაში ლონდონური კლუბის მთავარი კონკურენტი ტურინის "იუვენტუსი” იქნება. პრესა იუწყება, რომ "თეთრები” მზად არიან გონსალო სხვა კლუბში 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან. "არსენალი” კი, როგორც მოცემული წყარო იტყობინება, მზადაა არგენტინელში ასეთი თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხადოს, თუ "მეთოფეები” ამ ზაფხულს "ფიორენტინას” თავდამსხმელს სტევან იოვეტიჩს ვერ შეიძენენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |