10:06 PM “არსენალი” დორტმუნდში დიდი დანაკლისით ჩადის | |
![]() დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის უახლოეს შეხვედრაში, "მეთოფეებს” გუნდის ლიდერები დააკლდებიან. ჟურნალისტებმა ასეთი დასკვნა მას შემდეგ გამოიტანეს, როცა ჯეკ უილშირი და კიერან გიბსი "არსენალის” გუშინდელ ვარჯიშზე არ გამოცხადდნენ. მიზეზები, რომელთა გამოც ფეხბურთელებმა სესია გამოტოვეს, უცნობია. შეგახსენებთ, "მეთოფეების” მოწინააღმდეგე დორტმუნდის "ბორუსია” იქნება. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება გერმანული გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:1. წყარო: The Telegraph | |
|
სულ კომენტარები: 0 | |