12:32 PM
"არსენალი" და "ვესტ ბრომვიჩი" "პლიმუთის" ტალანტით დაინტერესდნენ




პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესი 19-წლის შემტევმა ნახევარმცველმა ლუკ იანგმა მიიპყრო.

იანგი ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად ითვლება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მას ფლანგზეც თამაში შეუძლია.

როგორც Sky Sports იტყობინება, "არსენალისა" და "ვესტ ბრომვიჩის" სკაუტები "პლიმუთის" რამოდენიმე მატჩს დაესწრნენ, რათა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის თამაში ენახათ.

იანგს "პლიმუთში" დებიუტი 2011-წლის იანვარში ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში მან ჩემპიონშიპის ბინადარი კლუბის მაისურით 60 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ორი გოლია.
 
ნანახია: 276 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: