7:52 PM “არსენალი” და “მან სიტი” ვალდესისთვის იბრძოლებენ | |
![]() სეზონის დასრულების შემდეგ, "ბარსელონას” მეკარეს რთული არჩევნის გაკეთება მოუწევს, თუ, სად გააგრძელებს კარიერას. შეგახსენებთ, ამ სეზონის დასრულების შემდეგ, "ბარსელონას” კარის დარაჯი, ვიქტორ ვალდესი, რომელიც კატალონიელთა ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა, კლუბს დატოვებს, რაც რამოდენიმე დღის წინ, პირადად კიპერმაც დაადასტურა. ინტერესს არამხოლოდი ის იწვევს, თუ ვინ შეცვლის ვალდესს "ბარსელონაში”, არამედ ისიც, სად გააგრძელებს კარიერას გამოცდილი, 31-წლის გოლკიპერი. ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ ესპანელისადმი მეტნაკლებ ინტერესს "არსენალი” და "მან სიტი” იჩენენ, რომლებიც მზად არიან გამოცდილი მეკარისთვის იბრძოლონ. მეტი პერსპექტივა უფრო "არსენალს” აქვს, სადაც არასტაბილური ვოიცეხ შესნი იცავს "მეთოფეთა” კარს, აი, რაც შეეხება "სიტის”, ვალდესის ყიდვის შემთხვევაში, ჯო ჰარტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. საინტერესოა ისიც, რომ გარდა ინგლისური კლუბებისა, ვალდესის შეძენის პრეტენდენტებად შეგვიძლია ფრანგული მდიდრები, "პსჟ” და "მონაკოც” მივიჩნიოთ. წყარო: Daily Star | |
|
სულ კომენტარები: 0 | |