"მეთოფეების" ნახევარმცველმა დაზიანება პრემიერ ლიგის გასული ტურის შეხვედრაში "სანდერლენდის" წინააღმდეგ მიიღო.
ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეკი "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრამდე გამონჯამრთელებას მოასწრებს. რამოდენიმე დღის წინ გავრცელებული ჭორების თანახმად, უილშირის გამონჯამრთელების აღდგენით პროცესები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდებოდა.
თუმცა, დღეს ლონდონური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21-წლის ნახევარმცველს მხოლოდ ფეხის კუნთის მცირე დაზიანება აქვს და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრისთვის იგი 100%-ით მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "ბაიერნის" შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება.