11:04 PM “არსენალი” ამ ზაფხულს ჟულიო სეზარის შეძენას ეცდება | |
![]() როგორც ჩანს, "მეთოფეებმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გოლკიპერის შეძენა დაისახეს მიზნად. ბრიტანული მასმედია იტყობინება იმის შესახებ, რომ "არსენალის” ხელმძღვანელობას "ქუინზ პარკ რეინჯერსის” მეკარის ჟულიო სეზარის სანაცვლოდ ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა სურს. ვარაუდობენ, რომ "მეთოფეები” მზად არიან ბრაზილიელ ვეტერანს ორწლიანი კონტრაქტი და ანალოგიური რაოდენობის ხელფასი შესთავაზონ, რომელსაც იგი "ლოფტუს როუდზე” იღებს (80 ათასი ფუნტი სტერლინგი კვირაში). გასულ ზამთარს არსენ ვენგერი საკუთარ გუნდში "სტოკ სიტის” კიპერის ასმირ ბეგოვიჩის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა "პოტერებმა” ლონდონელების წინადადება უმალვე უარყვეს და თავიანთი მეკარის სატრანსფერო ფასი 13 მილიონ ფუნტამდე გაზარდეს. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |