"მეთოფეები" მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირებით კვლავ დაინტერესდნენ.
არსენ ვენგერი ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ფრანგი სპეციალისტის მთავარი სატრანსფერო მიზანი ესპანური "ატლეტიკოს" ფორვარდი ადრიან ლოპესია.
ლოპესი, რომელმაც გასულ სეზონში "როხიბლანკოს" მაისურით 19 გოლის გატანა მოახერხა, მიმდინარე სეზონში დიეგო სიმეონემ იგი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი "არსენალს" არ აწუხებს. არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ ესპანელი ფეხბურთელი არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო ლონდონელებთან მოლაპარაკებებს წამოიწყებს.
ადრიანის სატრანსფერო ფასი 14,7 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. არსენ ვენგერი კი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლონდონელებმა მადრიდელებს ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ ოფიციალურად უკვე მიმართეს, თუმცა "ატლეტიკოს" პასუხი ჯერჯერობით უცნობია.