10:15 AM
“არსენალი” ადლერის ტრანსფერთან დაკავშირებით “ჰამბურგს” არ დაკავშირებია



მართალია ლონდონური კლუბი გერმანიის ნაციონალური ნაკრების კარის დარაჯით ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით მის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზების გაკეთებას არ ჩქარობს.

"არაა გასაკვირი, რომ "არსენალი” გოლკიპერის ძიებაშია. თუმცა ჯერჯერობით "მეთოფეების” არცერთი წარმომადგენელი არ დაგვკავშირებია”, – აცხადებს "ჰამბურგის” გენერალური დირექტორი ფრანკ არნესენი.

თავად ადლერმა განაცხადა, რომ მიუხედავად ინგლისური გრანდის მხრიდან ინტერესისა, მისი ამჟამინდელი გუნდის ერთგულია.

"ჰამბურგთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, თუმცა, როგორც პროფესიონალს, სასიამოვნოა ჩემთვის იმის გაგება, რომ ჩემი შეძენით ისეთი კლუბი ინტერესდება, როგორიც "არსენალია”. რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ მოტივაციას მმატებს”, – განაცხადა რენე ადლერმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ადლერს "ჰამბურგთან” ხელშეკრულება 2017-წლის ზაფხულში ეწურება.

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: