5:26 PM
“არსენალი”: 30 მლნ ფუნტი გიოტცესთვის



არსენ ვენგერი ამ ზაფხულს გუნდის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.

როგორც Daily Mail იტყობინება, "არსენალის” მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს კლუბის ხელმძღვანელობა საზაფხულო ტრანსფერებისთვის 70 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს. ამ თანხიდან "მეთოფეები” 30 მილიონის გადახდას დორტმუნდის "ბორუსიას” შემტევ ნახევარმცველში მარიო გიოტცეში აპირებენ. გარდა ამისა, "არსენალმა” შესაძლოა 10 მილიონი ფუნტი "ტულუზას” ნახევარმცველში ეტიენ კაპუეში გადაიხადოს, ასევე "ლივერპულის” გოლკიპერი პეპე რეინაც მიიწვიოს.

არსენ ვენგერი ახალგაზრდა ტალანტებსაც არ ივიწყებს. პირველ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს 16-წლის ეთიოპიური წარმოშობის გერმანელი გედიონ ზელალემი, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ვარაუდობენ, რომ იგი პირველ გუნდს უკვე მომდევნო სეზონშივე შეუერთდება. გარდა ზელალემისა, ფრანგი სპეციალისტის გუნდთან ერთად ვარჯიშობენ 18-წლის მარჯვენა მცველი ექტორ ბელერინი ბარსელონადან და 17-წლის ნახევარმცველი სერჟ გნაბრი.


ნანახია: 327 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: