10:13 PM “არსენალი”: 20 მილიონი ფუნტი პოგბას სანაცვლოდ | |
![]() ლონდონური კლუბი ამ ზაფხულს გუნდის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეები” ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას ტურინის "იუვენტუსის” ფეხბურთელის, პოლ პოგბას ხარჯზე გეგმავენ. ახალგაზრდა ფრანგის სანაცვლოდ "არსენალი” მზადაა 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, იუწყება Sports Direct News. პრესაში გავრცელებული ჭორი "იუვენტუსს” ჯერჯერობით არ დაუკომენტარებია. თუმცა, როგორც "ბებერი ქალბატონის” ბანაკიდან სანდო წყარო იტყობინება, იტალიური კლუბი 20-წლის ფეხბურთელის სხვა კლუბში გაშვებას არ აპირებს. შეგახსენებთ, ფრანგი "იუვენტუსში” გასულ ზაფხულს "ემიუდან” გადავიდა და იტალიური კლუბის მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა, ყველა ტურნირის ჩათვლით. პოგბას ანგარიშზე გატანილი ექვსი გოლია. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |