1:04 PM
"არსენალი": 17 მლნ ევრო ვილიასთვის




"მეთოფეებს" "ბარსელონას" თავდამსხმელის გადაბირება სურთ.

როგორც goal.com იტყობინება, ლონდონის "არსენალი" "ბარსელონას" თავდამსხმელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართავს. "მეთოფეები" მზად არიან ვილიას სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადონ და უკვე ზამთარში იგი ინგლისურ გუნდში ჩაირიცხოს. გარდა ამისა, ცნობილია ის თანხაც, რასაც "არსენალი" ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გადაუხდის თუ იგი კატალონიას დატოვებს, საუბარია კვირაში 136 ათას ფუნტზე.

არსენ ვენგერი ფორვარდის თამაშს ყოველთვის თვალყურს ადევნებდა, მას მისი სათამაშო სტილი მოსწონდა, თუმცა ვილიას გადაბირების შესაძლებლობა არ ჰქონდა. ახლა კი ფრანგს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს და მის გეგმებში დავიდი ნამდვილად შედის.

ლონდონში კარგად მოეხსენებათ, რომ დიდი შანსია ეს ტრანსფერი არ შედგეს, რადგან "ბარსელონას" ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა "არსენალი" მის გადაბირებას მაინც ცდილობს. "მეთოფეები" მზად არიან იმაზე ორი მილიონით მეტი გადაიხადონ, ვიდრე კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ითხოვს. ამ ტრანსფერს ისიც უწყობს ხელს, რომ დავიდმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სათამაშო პრაქტიკის უკმარისობის გამო კლუბის შეცვლა სურს.

ვილიას ალტერნატივა მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა თავდამსხმელი ადრიან ლოპესია, რომლის ტრანსფერზეც მუშაობა "არსენალმა" ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო.
 
ნანახია: 265 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: